გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" ამერიკული Goldman Sachs-ისგან 500 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აიღო, კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კი განაცხადა, რომ მომავალ კვირაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ლაპორტა უკმაყოფილოა მწვრთნელ რონალდ კუმანის მუშაობით და მისი სამუშაოდან დათხოვნა სურს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მისთვის გვარიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს, ფულის უყაირათოდ ხარჯვას კი არ აპირებს. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი აშრაფ ბენ აიადი ავრცელებს.
"მარკა" იტყობინება, რომ ლაპორტა უკვე ეძებს კუმანის შემცველს და კანდიდატურებს განიხილავს: ხავის მიწვევა არ უნდა, რადგან გუნდში
ბევრი მისი ყოფილი თანაგუნდელია. თანაც, გასაგებ მიზეზთა გამო თავად ხავისაც არ აწყობს სამუშაოს გამოცვლა.
იურგენ კლოპის "ლივერპულიდან" და ერიკ ტენ ჰაგის "აიაქსიდან" გადმობირება შეუძლებელია და ამ ვითარებაში ყველაზე რეალურ და სასურველ ვარიანტად დროებით უმუშევარ ჰანს-დიტერ ფლიკის მიწვევაა. თუმცა, ფლიკი შეიძლება გერმანიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.