კიდევ ერთი ბრაზილიელი "ბარსაში"? ემერსონი შესაძლოა კატალონიაში გადაბარგდეს

AutoSharing Option
დიდი შანსია ემერსონმა 2021/2022 წლის სეზონში "ბარსელონაში" იასპარეზოს. 

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ბეტისთან" ერთად კარგი სეზონი ჩაატარა, ამრიგად, დიდი შანსია "ბარსელონამ" ის იყიდოს, ამრიგად, ემერსონი შესაძლოა ანდალუსიიდან სათამაშოდ "კამპ ნოუზე" გადავიდეს. 

"მე "ბლაუგრანასთან" კონტაქტი მაქვს, დიდი ფუფუნებაა, დიდი ფუფუნებაა, როდესაც დანი ალვეშს ბრაზილიის ნაკრებში ჩაანაცვლებ. ყველა ფეხბურთელს სურს "ბარსაში" თამაში. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ და სანაკრებო შეხვედრების უმაღლეს დონეზე ჩატარებას შევეცდები, რათა კატალონიელებს ჩემი თავი კარგად წარვუდგინო. დანი ალვეში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩემი ისპირაციაა. ვიმედოვნებ მას ნაკრებსა
და ნაკრებს გარეთ შევხვდები" - განაცხადა ემერსონმა. 

წყარო: marca

altემერსონი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად მზადაა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული