მადრიდის "რეალის" შემტევი ედენ აზარი "სამეფო კლუბში" კარლო ანჩელოტის დაბრუნებას გამოეხმაურა.
"ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ მაღალი დონის მწვრთნელია ანჩელოტი და "რეალის" წარმატებაში რამხელა წვლილი შეიტანა.
მან ამ გუნდში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ძალიან ბევრ ფეხბურთელს იცნობს, ვინც ჯერ კიდევ "რეალის" წევრია.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მასთან ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია, რადგან ანჩელოტი კარგად იცნობს ქალაქს, ფანებს, აქვს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება და ტიტული.
მისი დანიშვნა ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, რომ პერსონალურად მე თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებ. ზინედინ ზიდანის მიმართ კი მხოლოდ
მადლობის სიტყვები მეთქვის.
არაფერი იყო იმაზე იდეალური, ყოველდღიური ურთიერთობა შენს კუმირთან გქონოდა", - ამბობს აზარი.