მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია - სერხიო რამოსი "რეალიდან" წავიდა

AutoSharing Option
"რეალმა" სერხიო რამოსის გუნდიდან ოფიციალურად წასვლა გამოაცხადა.

ხვალ სერხიო რამოსის გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაესწრება.

რამოსმა და "რეალმა" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. სერხიოს ხელშეკრულების მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობდნენ, ის ორწლიანს ითხოვდა და ამას გარდა, ხელფასის შემცირებაზე უარი განაცხადა.

რამოსი "სამეფო გუნდში" 2005 წელს გადავიდა და მას შემდეგ ხუთჯერ მოიგო პრიმერა, ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასი და ამდენივეჯერ ჩემპიონთა ლიგა.

გასულ სეზონში ლა ლიგაზე 35 წლის რამოსმა 15 მატჩში 2 პენალტი
გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთს, რომ ვუყურებ საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ არცერთმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა არ უნდა დასდოს ნამეტანი თავი ფეხბურთზე, ბოლოს მაინც არავინ დაუფასებს. ცოცხალი მაგალითები აგერ ჩვენს თვალწინააა. ვის რაში აინტერესებს შენი კარგი ფეხბურთელობა. ამაზე დიდი დამცირება რა უნდა იყოს ლეგენდებისთვის, როცა მიგითითებენ, რომ აღარ ჭირდები. დღემდე ვერ მომინელებია სუარესის გაშვება ბარსადან. შემირცხვენია ასეთი პრეზიდენტები და მათი ბოსები, ვინც ლეგენდებს არ აფასებენ.
ბარსა
17 ივნისი 2021 15:39
1
არც რეალისტი ვარ და რამოსის მიმართაც ძალიან კრიტიკული განწყობა მაქვს,ცნობილი მიზეზების გამო,მაგრამ როგორც კაპიტანი და როგორც ფეხბურთელი,სულ ცოტა კიდევ ორი წელი,ის შეუცვლელი იქნება რეალისათვის.ორ-სამ წლიანი კონტრაქტი რომ შეეთავაზებინათ,არ მჯერა, რომ ხელფასის დაკლებაზე არ დათანხმებულიყო.სადაც წავა,(ეს აუცილებლად ტოპ გუნდი იქნება),ის ყველგან ერთერთი ლიდერი გახდება და დიდ მიზნებს შეეჭიდება.
სოსო
17 ივნისი 2021 13:34
0
რეალმა რომელიმე ფეხბურთელი თუ გააცილა ღირსეულად არცერთი როგორ მოექცნენ რაულს-კასილიას და ეხლა რამოსს მიდი და მერე თავი დადე რეალისთვის
მურთაზი
17 ივნისი 2021 11:35
2
პერესს არ აინტერესებს ფეხბურთი. ჩვეულებრივი წურბელაა და ქისის შევსებას ცდილობს.
ჭორლეონე
17 ივნისი 2021 14:04
0
აი ასე "აფასებენ" ფულის მონები, ლ ე გ ე ნ დ ე ბ ს!
პერეს შენი...
17 ივნისი 2021 11:17
1
ერთი-ერთში, სუარესის მიმართაც ზუსტად ასე გააკეთეს, ვირთხა პრეზიდენტებმმა. ამ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოირეცხავს რეალი! შავ ლაქად რეალის ლეგენდის, რაულის გაშვებაც ეყოფათ.
ბარსა
17 ივნისი 2021 10:38
1
დასრულდა პეპეს შემდეგ კიდევ ერთი უხეში და ცბიერი ფეხბურთელის კარიერა რეალში.
ბაბუაწვერა
17 ივნისი 2021 05:18
21
GEO - ს ფეხბურთი რაგბიში ეშლება, ვურჩევ თამაშის წესები თუ არ იცის ვინმეს კითხოს ან წაიკითხოს!
გვარდიოლა
17 ივნისი 2021 11:34
2
ფეხბურთს ალბათ რადიოში უსმენ მეგობარო
geo
17 ივნისი 2021 09:44
3
4 ნომერი უნდა ამოიღოს რეალმა სამუდამოდ თუ სინდისი აქვთ
Espana
17 ივნისი 2021 02:39
17
რეალს იმდენი ლეგენდა ყავდა, ყველას ნომერი რომ ამოეღოთ, ზურგზე სამ ნიშნა ციფრები უნდა ეწეროთ
რაულ გონსალეს ბლსნკო
17 ივნისი 2021 11:17
1
კარგია, მესის ფეხები ამოისუნთქავს ცოტა. ისე ვფიქრობ ეკუთვნოდა 2 წლიანი კონტრაქტი, მშვენიერ ფორმაშია, კიდევ ერთი სირცხვილი პერესს.
გიო
17 ივნისი 2021 01:17
3
Kidev erti didi momenti dasrulda fexburtshi
Milani
17 ივნისი 2021 00:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული