მესი "ბარსელონას" ფეხბურთელი აღარაა

AutoSharing Option
და დადგა ის დღე, როდესაც უფრთხიან, ლიონელ მესი "ბლაუგრანას" ფეხბურთელი აღარ არის. მისი პირველი გაფორმებიდან 7 504 დღის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც არგენტინელი კლუბთან აღარაა დაკავშირებული.

ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ შეძლებდნენ ლეოსთან 30 ივნისამდე ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა ეს არ გამოვიდა და ახლა ის უკვე თავისუფალი აგენტია.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მესი "კამპ ნოუსა" და "ბარსელონას" ტოვებს. სავარაუდოდ, "ალბისელესტელი" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და კლუბში კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში დარჩება, თუმცა ის ახლა "ბლაუგრანას" ფეხბურთელი აღარაა.

ახალი ხელშეკრულების ვერგაფორმება
კი ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. ლაპორტასა და მესის მამას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა არის რაღაც დეტალები, რაზედაც ისინი ვერ თანხმდებიან. როგორც აღვნიშნე, სავარაუდოდ, გარიგება მალე შედგება.

რომ გავიხსენოთ, ლაპორტამ გულშემატკივრები დაამშვიდა და განუცხადა, რომ ის მესის აუცილებლად შეინარჩუნებდა. რა თქმა უნდა, მესის გუნდში არყოფნა სხვა მხრივაც ძალიან ცუდია. მაგალითად, ის, რომ შესაძლოა სპონსორმა აღარ გარისკოს და უარი თქვას გუნდთან თანამშრომლობაზე, რაც ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფ გუნდს კიდევ უფრო მეტად "დააქცევს".

უფრო თვალსაჩინო რომ იყოს ეს ფაქტი, გეტყვით, რომ "ნაიკს" ახალი მაისურის გამოშვება სურს, თუმცა არ იცის, გაამზადოს თუ არა მესის მაისურები, რაც ყველაზე გაყიდვადია.

ლეოს სატრანსფერო ჭორები

არგენტინელი ფეხბურთელის დამატება ნებისმიერ კლუბს სურს, თუმცა მისი გადაბირების სახსრები, რა თქმა უნდა, ერთეულებს თუ გააჩნიათ, კატალონიური კლუბი კი ფეხბურთელთან დაკავშირებით კონტრაქტზე შეთანხმებას ჩქარობს, რათა ბოლო მოეღოს ამ გაუთავებელ ჭორებსა და მოგონილ ვარიანტებს; თანაც სხვა კლუბებს იანვრის შემდეგ ფეხბურთელთან მოლაპარაკების დაწყება შეუძლიათ. ვინ იცის, "სიტიმ" ან "პარი სენ ჟერმენმა" "არ მოიტაცოს" ის.

ყველაფერი მალევე გაირკვევა, თუმცა ოფიციალური ჯერჯერობით არაფერია, ლეო მესი ამ მომენტში "ბარსელონას" ფეხბურთელი აღარაა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი წელი არ მივცეთ პარლამენტარებს ხელფასი და ვიყიდოთ რომელიმე ქართულ გუნდში.
alex
18:40 01-07-2021
4
პრინციპში გუნდის პრეზიდენტი უნდა იყოს ცივსისხლიანი. რიმანტიკა მისი საქმე არაა და ყნდა ზრუნავდეს გუნდის განვითარებაზე როგორც შედეგით ისე ფინანსურად.
პერესი არის ეგეთი. მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს გუნდში. თუმცა რონის მიმართებით კი დაუშვა შეცდომა მინიმუმ 2 წელი უნდა შეენარჩუნწბუნა.
რაც შეეხება მესის ბარსას უნდა გაეყიდა ჯერ კიდევ 2 წლის წინ აეღო დიდი ფული და შეექმნა ახალი
8

სიახლეები პოპულარული