სევილიის "ბეტისის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ლა ლიგის" მეორე ტურში "კადისთან" (1:1) გამართული მატჩის შემდეგ საკუთარი აზრი ტურნირის შესახებ გამოთქვა...
"მსაჯებმა, მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა - ყველამ ძალღონე არ უნდა დავიშურითო, რათა "ლა ლიგა" ასეთი სამარცხვინო აღარ იყოს. შეკრებებზე, მსაჯები გვეუბნებოდნენ, რომ ევროპაში ყველაზე ნელი ლიგა გვაქვს.
ხალხს წარმოდგენის ხილვა უნდა, ჩვენ კი ამას ვერ ვდგამთ... სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ ყველაზე მეტად კლავენ დროს, ყველაზე მეტად სიმულირებენ - უბრალოდ სამარცხვინოა.
წარმოდგენა - ეს სწორედ ისაა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ადამიანები ბილეთებში ფულს
იმიტომ იხდიან, რომ რაღაც საინტერესო ნახონ,"- განაცხადა პელეგრინიმ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით