"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი

AutoSharing Option
სევილიის "ბეტისის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ლა ლიგის" მეორე ტურში "კადისთან" (1:1) გამართული მატჩის შემდეგ საკუთარი აზრი ტურნირის შესახებ გამოთქვა...

"მსაჯებმა, მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა - ყველამ ძალღონე არ უნდა დავიშურითო, რათა "ლა ლიგა" ასეთი სამარცხვინო აღარ იყოს. შეკრებებზე, მსაჯები გვეუბნებოდნენ, რომ ევროპაში ყველაზე ნელი ლიგა გვაქვს.

ხალხს წარმოდგენის ხილვა უნდა, ჩვენ კი ამას ვერ ვდგამთ... სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ ყველაზე მეტად კლავენ დროს, ყველაზე მეტად სიმულირებენ - უბრალოდ სამარცხვინოა.

წარმოდგენა - ეს სწორედ ისაა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ადამიანები ბილეთებში ფულს
იმიტომ იხდიან, რომ რაღაც საინტერესო ნახონ,"- განაცხადა პელეგრინიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეჰ, შენ ევროპის ყველა ლიგას არ იცნობ, მანუელ ჩემო, თორემ მაგას არ იტყოდი....
მაშასადამე ევროპელი
11:58 22-08-2021
3
პელეგრინ! მესის მერე, ლა ლიგაში სანახაოებრივ სპექტაკლებს დაემშვიდობეთ.
გია
11:59 22-08-2021
13

სიახლეები პოპულარული