მესის და გრიზმანის წასვლის მიუხედავად, ლაპორტა სატრანსფერო კამპანიით კმაყოფილია

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო კამპანიით ძალიან კმაყოფილია. შეგახსენებთ, გუნდი ლეო მესიმ და ანტუან გრიზმანმა დატოვეს.

"ტრანსფერები და გაყიდვები? მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად რთულ პირობებში ჩვენმა სპორტულმა დეპარტამენტმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. შემდეგი სატრანსფერო ფანჯრისას უფრო ნორმალურად მოქმედებას შევძლებთ.

ვქმნით გუნდს, რომელიც მედლებისთვის ბრძოლას შეძლებს. სხვებს კონკურენციას გავუწევთ, ვინაიდან ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს და გამარჯვებისათვის ბრძოლა შეგვიძლია. ეს ახალი ეტაპია, ახლა ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც მოტივირებულები არიან. ახლა მოქმედებაში ავტომატიზმის მიღწევა დაგვრჩა. გულშემტკივართა მხარდაჭერა კი კონკურენტუნარიანობაში
დაგვეხმარება", - ციტირებს ლაპორტას კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაპორტა შე დეგენერტო!
=====
10 სექტემბერი 2021 12:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული