"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების შემტევი უსმან დემბელე მაროკოში თავის გულის რჩეულზე დაქორწინდა.
კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელთა უმეტესობა თანაგუნდელის ქორწინებამ გააკვირვა, რამეთუ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ.
უსმანმა ქორწილში მეგობრები და მათ შორის "ბაიერნის" მცველი დაიო უპამეკანო მიიწვია, რომელთან ერთადაც საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.
ქორწილი მუსლიმური წესების მიხედვით ჩატარდა.