უსმან დემბელეს "დიდი მადა" აქვს და სავარაუდოდ "ბარსას" დატოვებს

AutoSharing Option
2017 წელს "დორტმუნდისგან" 105 მილიონ ევროდ შეძენილმა შემტევმა უსმან დემბელემ "ბარსელონაში" 81 მატჩში 18 გოლი გაიტანა, ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელება არ უნდა და გაყიდვას უპირებენ.

დემბელემ, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, "ბარსასთან" ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წლიურ გასამრჯელოდ 40 მილიონი და ბონუსის სახით 20 მილიონი მოითხოვა, რაზეც ბუნებრივია უარი უთხრეს.

დემბელეს აგენტმა მუსა სისოკომ თავისი კლიენტის საზაფხულო ტრანსფერის თაობაზე უკვე მიაღწია შეთანხმებას "იუვენტუსთან", მაგრამ უკეთეს შეთავაზებას პსჟ-სგან ელიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამან იგივე ხელფასი თუნდაც რა ნამუსით უნდა მოითხოვოს გაუმჯობესებაზე აღარაა საუბარი
დათო
11:36 31-12-2021
0
ერთი ამან გაუცრუა ბარსას იმედები და მეორე აზარმა ჩვენ
დათო
11:07 31-12-2021
0

სიახლეები პოპულარული