"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

AutoSharing Option
"კოპა დელ რეის" 1/16-ფინალში "ვალენსია" სტუმრად "კარტახენას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. "ღამურების" კარს ხაუმე დომენეკი იცავდა, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა.

სტუმრები 35-ე წუთზე სოლერმა დააწინაურა. 75-ეზე ორტუნომ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, რა დროსაც 31 წლის მეკარე დომენეკის მოქმედება უცნაური იყო - ბურთის მოგერიება დაჩოქილმა სცადა.



გავლენიანი Marca მატჩის შემდეგ წერს:

"ასეთი რამ აქამდე არ გვინახავს. პენალტის დროს უცნაურობები მას ადრეც ჩაუდენია - ძელზე ჩამოკიდება, გამოკვეთილად ერთ კუთხეში დადგომა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია."

ამ ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება "ვალენსიას" სოციალურ ქსელებშიც
მოჰყვა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა, რომ ხაუმე გუნდიდან უნდა გაუშვან, ამის ნაცვლად კი მამარდაშვილის პროგრესი ყოვნდება და რივეროც იჯარით მიდის.

საბოლოოდ, ბორდალასის გუნდმა დამატებულ დროში რუსი დენის ჩერიშევის გოლით გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

altბორდალასი შემადგენლობის როტაციას მიმართავს - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი?

altბორდალასმა მამარდაშვილის იჯარით შესაძლო გაშვებასა და "ბარსელონას" ტრანსფერებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფსიქოლოგიურად მოქმედებს თავდამსხმელზე. სრულიად გასაგები ქმედებაა. კუთხეც კარგად გამოუცნო და ცოტა დააკლდა მოგერიებისთვის.
კირკიტა
11:50 06-01-2022
2
ბიჯო,ცხრიანში დაურტყა პენალტი და მაინც კინაღამ აუღო.ამ პენალტის ჩათვლით,11-დან 4 პენალტი აქვსო აღებული,კომენტატორმა თქვა და მაგაზე უკეთესი შედეგი,ბევრს აქვს?სისულელეა, ეგ ყველაფერი.ცხონებულ რამაზ შენგელიას აქვს ნათქვამი:-ჩემი პირველი მწვრთნელი,კარლო ხურციძე მასწავლიდა,შენი საქმე,გოლების გატანაა და როგორ,ან სხეულის რომელი ნაწილით გაიტან,თავით,ფეხით თუ ცხვირით,მნიშვნელობა არა აქვს,მთავარია გაიტანოვო.მშვენივრად ითამაშა და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა,თან გუნდის კაპიტანია და ძალიანაც თავდაჯერებული.ლოგიკურად მას უფრო ენდობოდა ბორდალასი და ასეც მოხდა.გიორგის თამაშები ხომ ვნახეთ მოსკოვის დინამოსთან და გრანადასთან,ვიცით,რომ ძალიან ბევრი შეუძლია,მაგრამ ვალენსიაში პირდაპირ ძირითადში მოუწია თამაში და საამისოდ ვერც ფსიქოლოგიურად აღმოჩნდა მთლად მზად,ვერც ენის ცოდნით.ახლა რომ მოუწიოს თამაში,დარწმუნებული ვარ,დაცვასთან გაცილებიით უფრო შეთანხმებულად ითამაშებს და ისეთი შეცდომებიც არ მოუვა,მაგრამ ახლა საამისო შემთხვევას უნდა დაელოდოს და მანამდე,თავაუღებლად იშრომოს,ისწავლოს და კიდევ ისწავლოს.ცხადად ჩანდა,რომ სასწავლი ჯერაც ბევრი აქვს,ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას.ორივეს დიდ წრმატებებს ვუსურვებ,ისევე როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს.
სოსო
19:38 06-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული