დემბელეს კარგი მადა აქვს - მოთხოვნილი ხელფასის გამო ევროპულმა გრანდებმა ფეხბურთელზე უარი თქვეს

AutoSharing Option
"ბარსელონელი" უსმან დემბელე არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა როგორც ცნობილია ევროპულმა გრანდებმა ფრანგ გარემარბზე უარი თქვეს.

ESPN-ის ცნობით, შემტევით ყველაზე მეტად ლონდონური "ჩელსი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებოდნენ, თუმცა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილმა ხელფასმა (სეზონში 8 მილიონი გადასახადების გარეშე) სიტუაცია შეცვალა.

ამ მიზეზის გამო მსოფლიოს ჩემპიონზე ნადირობას ფრანგული "პარი სენ ჟერმენიც" ჩაეხსნა. როგორც ჩანს, შესაძლო ახალ კლუბში დემბელე შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბლაუგრანასთან" მოუწევს კონტრაქტის გახანგძლივება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
არადა ტიპს ზარალის მეტი კარიერაში არაფერი გაუკეთებია და მაინც მას დაჰფოფინებენ. ძალიანაც კარგი ბარსელონას, რომ დებილი ხელმძღვანელები ყავს, ხოდა წველის ესეც
დათო
20:52 16-02-2022
0
რა ვიცი ლეო მესის ხელფასზე, ერთი ამბავი იყო ატეხილი, (რომელსაც მართლა ეკუთვნოდა, მაღალი ხელფასი) ფეხბურთელი რომელიც ყველაფერს დებდდა ბარსაში და "გაიმეტეს" და ამ მათხოვარ დემბელეს კი ვერ მოუძებნეს "გაგდება"? ყოჩაღ უსმან! მაგრად ათამაშებ ჩავისაც და ლაპორტასაც. ერთი სიტყვით შენს დაკრულზე აცეკვებ.
fani
12:33 05-02-2022
2

სიახლეები პოპულარული