ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 0:3 დამარცხდა.
გასული ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა გიორგი მამარდაშვილმა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ მე-18 მატჩში ორი სეივი შეასრულა, გაშვებულ გოლებში კი მისი დადანაშაულება ძნელია.
პირველ ტაიმში თვალსასეირო თამაში არ ყოფილა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და მასპინძლებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. 57-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ვილიან ჟოზემ მცველების უხეირო მოქმედებით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. "ვალენსიამ" მეტოქის კარზე უშედეგოდ დაიწყო იერიშების მიტანა, ხოლო სევილიელებმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ორი გაიტანეს და ისევ სძლიეს "ღამურებს".
„ვალენსია“ 44 ქულით მე-10 ადგილზეა და 15 მაისს გასვლაზე „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 28 091 მაყურებელი
ვალენსია - ბეტისი 0:3
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (57), 0:2 კანალესი (87), 0:3 ბორხა იგლესიასი (90)
კვარას შუა თამაშებზე უვარდება ხალხი სელფების გადასაღებად და როცა მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა ეგრევე ლანძღვა დაუწყეს თავში აუვარდაო. რანაირი ხალხი ვართ მართლა. მუდამ გაბრაზებული და დაკომპლექსბული.
მაგრამ რასაც ვუყურებ ისეთ შეცდომებს უშვებს რომელიც არარსებობს რომ არ დაუშვა ასეთი ფარჩაკი დაცვის ხელში. მწვრთნელი არ ვარ და პროფესიონალურ ანალიზს ვერ დავდებ, მაგრამ როგორც გულშემატკივარი სვარკის ყურება მირჩევნია ამ გუნდის ყურებას, მამარდა რომ არ ,,მაიძულებდეს."