მამარდაშვილის გუნდის მწვრთნელად გატუზოს დანიშნავენ - შეთანხმება მიღწეულია

AutoSharing Option
პრეზიდენტ ანილ მურტის გადაყენების შემდეგ "ვალენსია" მწვრთნელ ხოსე ბორდალასის სამუშაოდან დათხოვნასაც აპირებს.

"ვალენსია" შეიძლება ჯენარო გატუზომ ჩაიბაროს, - იტყობინება TuttoMercatoWeb-ი.

გამოცემის ცნობით, გატუზო თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად სინგაპურში გაფრინდა, სადაც "ღამურების" მფლობელ პიტერ ლიმს შეხვდა. მხარეები უკვე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და მხოლოდ ბოლო დეტალებიღაა გასარკვევი. გატუზოს 2+1 სისტემის ხელშეკრულება შესთავაზეს.

გატუზო ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ "სიონს", "პალერმოს", "ოფის", "პიზას", "მილანსა" და "ნაპოლის" წვრთნიდა.

"ვალენსიას" ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს, რომელსაც ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ცეტი აკლდა კიდევ "ვალენსიას"! დატოვონ ბორდალესი რა მოუვათ რო!?
მწვრთვნელი
11:39 01-06-2022
0
ეს გიჟიღა აკლდა ვალენსიას!
ვინ სად გადადის, ვინ სად მოდის!
10:56 01-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული