"რეალი" ტრანსფერზე თანახმაა - რუდიგერის მოსვლის შემდეგ მადრიდელეთა რიგებს მცველი დატოვებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული AS-ის ინფორმაციით, "რეალი" მზადაა, გუნდის მცველ ფერლანდ მენდის შეელიოს.

მადრიდელებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანტონიო რუდიგერი გადაბარგდა.

"ბლანკოსს" უნდა, რომ 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 48 მილიონი ევრო აიღოს. გასულ სეზონში მენდიმ ლა ლიგაში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული