მადრიდელებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანტონიო რუდიგერი გადაბარგდა.
"ბლანკოსს" უნდა, რომ 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 48 მილიონი ევრო აიღოს. გასულ სეზონში მენდიმ ლა ლიგაში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.