ვერნერმა შესაძლოა, კარიერა ლა ლიგის გრანდში განაგრძოს

AutoSharing Option
El Larguero-ს ცნობით, "ჩელსის" ფორვარდმა ტიმო ვერნერმა შესაძლოა, კარიერა "რეალში" განაგრძოს.

გერმანელი თავდამსხმელის ამჟამინდელმა გუნდმა მადრიდელებს მათი შემტევის იჯარით აყვანა, შემდეგ კი 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შესთავაზა, "სამეფო კლუბმა" კი მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

თავის მხრივ, უცნობია, მოისურვებს თუ არა თავად ვერნერი "რეალში" კარიმ ბენზემას დუბლიორად ყოფნას, თუმცა მას "სტემფორდ ბრიჯიდან" აბარგება გადაწყვეტილი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან რთული იქნება რეალისთვის მხოლოდ ერთი თავდამსხმელით თამაში მთელი წლის განმავლობაში, კარგი ვარიანტია ვერნერი
მამუკა
15:20 01-08-2022
1
მე კი მგონია,ვერნერი რეალს და მის თამაშს,ძალიან კარგად მოერგება.ბენზემასთანაც ძალიან კარგად შეთამაშდება და თავდასხმას გააძლიერებს.
სოსო
14:16 01-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული