
ვარჯიშზე "ბარსელონას" 27 წლის მცველმა ექტორ ბელერინმა კუნთის ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე გაუცდება, - იტყობინება Cope.
მან ამ სეზონში ლა ლიგის 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ადრე ტრავმები "ბარსელონას" მცველებმა ჟიულ კუნდემ და რონალდ არაუხომ მიიღეს.
კატალონიური გუნდი 1-ელ ოქტომბერს პრიმერას მე-7 ტურში "მალიორკას" დაუპირისპირდება.