"ბარსელონამ" ბუსკეტსის შემცვლელს პორტუგალიაში მიაგნო

AutoSharing Option
ესპანური Sport-ი წერს, რომ "ბარსელონამ" სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს პორტუგალიაში მიაგნო.

"ბლაუგრანა" გამოცდილი ნახევარმცველის პოზიციაზე "ბენფიკადან" 21 წლის არგენტინელის, ენცო ფერნანდესის დამატებას შეეცდება.

ლისაბონელთა შუახაზელის სატრანსფერო ღირებულებად 20 მილიონი ევრო სახელდება. რაც შეეხება ბუსკეტსს, მას ზაფხულში "ბარსელონასთან" კონტრაქტი ეწურება და იწერება, რომ ის MLS-ში გადაბარგდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული