"კიკე, წადი!" - "ვილიარეალის" ფანები დანიშვნიდან 2 კვირაში სეტიენის გათავისუფლებას მოითხოვენ

AutoSharing Option
"ვილიარეალის" ფანები გუნდის ახალი მწვრთნელის, კიკე სეტიენის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელმაც "ყვითელი წყალქვეშა ნავი" სულ 2 კვირაა რაც ჩაიბარა. 

64 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "ვილიარეალს", ყველა ტურნირზე 1 ფრე და 3 მარცხი მოუგროვდა. ლა ლიგის ბოლო ტურში კი "მალიორკასთან" სახლში მისმა გუნდმა 0:2 წააგო, ფანები კი სკანდირებდნენ, რომ სეტიენი უნდა წავიდეს. 

9 ნოემბერს, პრიმერას მორიგ ტურში, კიკეს გუნდი "ესპანიოლს" სტუმრობს და თუ წააგეს, შესაძლოა, მართლაც კარისკენ მიუთითონ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული