ახლა მსაჯების შესაძლო მოსყიდვის სკანდალში "ბარსელონა" გაეხვია, რაზეც Ekipa-სთან კომენტარი ჩეფერინმა გააკეთა:
"რა თქმა უნდა, ამაზე ღიად საუბარი ორი მიზეზის გამო არ შემიძლია. პირველი: ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტი; მეორე: აღნიშნული საკითხი დეტალურად არ შემისწავლია.
მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: რამდენადაც
ესპანეთის ლიგისთვის, რა თქმა უნდა, ძველი საქმეა და შედეგები არ შეიძლება მოჰყვეს, თუმცა გარჩევა ქვეყნის სამოქალაქო პროკურატურის დონეზე მიმდინარეობს. იგივე ეხება უეფას. ჩვენი წესების მიხედვით, საქმის ხანდაზმულობის ვადა ჯერ ამოწურული არაა".