26-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის მცველი ერნანდო ბოლო იმედის ჯარიმის გამო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. შემდეგ „ბარსას“ ნახევარმცველმა გავიმ ტრავმა მიიღო და ფატიმ შეცვალა. კატალონიური გუნდი განუწყვეტლივ უტევდა და 85-ე წუთზე ალბას გატანილი გოლით გაიმარჯვა.
ხავის გუნდს ჩემპიონობამდე 5 ქულა აშორებს.
„ბარსელონა“ 82 ქულით ლიდერია და 14 მაისს „ესპანიოლს“ შეხვდება.
. "ბარსელონამ" პრიმერაზე პირველად ჩაატარა 25 მშრალი მატჩი - რეკორდი 26 მატჩია.
. "ბარსელონამ" ამ სეზონში 11 შეხვედრაში ანგარიშით 1:0 იმარჯვა
და რეკორდი გაიმეორა.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 76 061 მაყურებელი
ბარსელონა - ოსასუნა 1:0
გოლი: ალბა (85)
გაძევება: ერნანდო (26)