"რეალმა" ესპანეთის თასი მოიგო და 9 მაისს "სიტის" დაუხვდება

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალში „რეალმა“ „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა და 2014 წლის შემდეგ პირველად გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული - ისტორიაში მეოცედ.

მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გახლდათ: დებიუტში მადრიდელები როდრიგომ დააწინაურა. პამლონელები არ დანებდნენ და ტორომ შორიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე როდრიგომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„სამეფო გუნდი“ 9 მაისს ჩემპიოთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.

. "ბლანკოსმა" ყველა ტურნირზე ბოლო 20 ფინალიდან 18 მოიგო.
. ანჩელოტიმ "რეალში" მეათე ტიტული მოიპოვა - სამწვრთნელო კარიერაში ოცდამეექვსე.
. "რეალი" პირველი
გუნდია, რომელსაც ესპანეთის თასის ფინალში სასტარტოში 10 ლეგიონერი ჰყავდა.

სევილია. „ოლიმპიკო“
რეალი - ოსასუნა 2:1
გოლები: 1:0 როდრიგო (2), 1:1 ტორო (58), 2:1 როდრიგო (70)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული