შეთანხმება მიღწეულია - ბელინგემი ზაფხულში "რეალის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "რეალმა" "დორტმუნდთან" შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ჯუდ ბელინგემი ზაფხულში "სამეფო გუნდის" ფეხბურთელი გახდება.

დაიწერა იმის შესახებაც, რომ 19 წლის ფეხბურთელი მადრიდელებთან 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 100-120 მილიონი ევრო იქნება.

ბელინგემმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" ფორმა 40 შეხვედრაში მოირგო, სადაც 11 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარკამ ჯერ მბაპე გადაიყვანა შარშან რეალში და ეხლა ბელინგემი.
mamia
18:08 03-05-2023
1
მშვენიერი შენაძენია. ძაან ნიჭიერია. ეხლა ფლანგის მცველებზე ვიზრუნოთ და შემტევზე. ის შემტევი სამი წელია მოდის და მოდის მაგრამ ვერ მოაღწია ჩვენამდე. ეგაც თუ გადმოვიდა იდეალური გუნდი გვექნება.
მურთო
17:52 03-05-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული