ლა ლიგის 34-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა.
ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ რიუდიგერს და ბენზემას, „სამეფო გუნდის“ მწვრთნელმა ანჩელოტიმ ვინისიუსი, კროოსი და მოდრიჩი მეორე ტაიმში შეუშვა შეცვლაზე, გოლი კი ასენსიომ მაკსიმოვიჩისგან რიკოშეტით გაიტანა.
„რეალი“ 71 ქულით მეორე ადგილზეა, 17 მაისს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში გასვლაზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება, ხოლო 21 მაისს პრიმერაზე „ვალენსიას“ ესტუმრება.
. „რეალი“ ზედიზედ ოცდამეშვიდედ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც რეკორდია.
მადრიდი. . „ბლანკოსის“ ნახევარმცველმა კამავინგამ მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
რეალი - ხეტაფე 1:0
გოლი: ასენსიო (70)