"რეალმა" "მალიორკას" მძიმე მატჩი მოუგო

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-19 ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მალიორკას“ 1:0 სძლია.

სტუმრები საკმაოდ აქტიურები იყვნენ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყეს. თუმცა შემდეგ ინიციატივა მასპინძლებმა დაიბრუნეს, ცარიელ კართან ნახტომში თავით ბურთი ძელს როდრიგომ გაარტყა. ცოტა ხანში კი რუდიგერმა გაიტანა და "სამეფო გუნდს" გამარჯვება მოუტანა.

„რეალი“ 48 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 7 იანვარს გასვლაზე თასზე ქვედალიგურ „არანდინასთან“ ჩაატარებს. დღეს "ჟირონა" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში "რეალს" დაეწევა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 72 394 მაყურებელი
რეალი - მალიორკა 1:0
გოლი: რუდიგერი (78)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული