"ვინისიუსი პროვოკატორი და პინოქიოა" - "ვალენსიას" გულშემატკივრებმა ბრაზილიელის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება ვერ დამალეს

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩი 2:2 დასრულდა. სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ვინისიუსმა დუბლი შეასრულა. მის მიმართ მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრებს განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, რაც კიდევ ერთხელ გამოხატეს.

ESPN Brazil-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სტადიონზე ბავშვმა ვინისიუსს მაიმუნი უწოდა. ქალმა, რომელმაც ეს ვიდეო გადაიღო და რომელიც ბავშვის გვერდით იჯდა, თქვა, რომ ტრიბუნაზე პოლიცია გამოიძახეს. ამასთან დაკავშირებით ლა ლიგა გამოძიებას აწარმოებს.

"ღამურების" გულშემატკივრების გაერთიანებულმა ორგანიზაციამ Libertad VCF-მა 20 ათასი პოსტერი გაამზადა და არენაზე ხელში ეჭირათ, რომელზეც კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმს სახლში
წასვლისკენ მოუწოდებდნენ და ვინისიუსი პინოქიოს გამოსახულებით ეხატა.

ვალენსიას მერმა მარია ხოსე კატალამ ჟურნალისტ პაკო ლორეტის პოსტი გააზიარა: "მორიგი დაძაბული მატჩი. "მესტალია" დამარცხების ნახვას არ იმსახურებდა. "ვალენსია" გმირული იყო.

მადრიდელთა შვიდიანი პროვოკატორი, უხეში, კონფლიქტის მაძებარი და მეტოქის და მისი ქომაგების მიმართ გამომწვევია. სამარცხვინო საქციელია".

მკითხველის კომენტარები / 15 /
როგორი უბედურება დატრიალდა ვალენსიაში დასაწყისში პატივი მიაგეს დაღუპულებს და მთელი მატჩის მიმდინარეობისას როგორ მაიმუნივით იქცეოდა ეს მართლა მაიმუნი.
გიორგი
09 მარტი 2024 19:34
1
ხოო, როგორ გლოვობდა ვალენსიელი გულშემატკივარი ?! მე ვუძახდი აქედან მაიმუნს და ბავშვებსაც მე ვაძახებინებდი
გიორგის
11 მარტი 2024 14:42
0
იმიტომაც გაგირჭოთ 2 გოლი! თავხედი მაყურებელი ჰყავს ვალენსიას
დავით
05 მარტი 2024 03:13
21
გამოსწორებული კაცის ცხვირი შევარცხვინე და მერე კიდევ ეგ ვინც იყო ის გამოაჩინა თავისი სახე ანდაზა ქართული კუზიანს სამარე გამოასწორებსო ესედ ადამიანებზეა ნათქვამი . ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველას ვინც ამ სიტყვების ღირსია
კაკო
04 მარტი 2024 12:24
4
ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი, ვინც კაცი არაა ის ვერასოდეს ვერ იქნება ვარსკივლავი, მივა მანდ კილიანი და მიუჩენს მაქნ ნ--ხ--ს თავის ადგილს და წავა რეალიდან და მაგის ვარსკვლავობაც დასრულდება.
ttt
03 მარტი 2024 23:01
5
ვუყურებ როგორ თამაშობს ფეხბურთს და აღტაცებული ვარ.ვუყურებ,როგორ იქცევა მოედანზე და მეზიზღება.ანჩელოტიმ მასთან ბევრი იმუშავა და ვარსკვლავის დონის ფეხბურთელად გახადა,ვფიქრობ შეეცდება,მისგან წესიერი კაციც დააყენოს.ჩემი აზრით,ეს გაცილებით მძიმე ამოცანაა.
სოსო
03 მარტი 2024 22:00
2
სიმართლეს.რეალშიც,ვალენსიაშიც და მთელ ლა ლიგაშიც,უამრავი ფერადკანიანი ფეხბურთელი თამაშობს,მაგრამ თითქმის მხოლოდ მაგას მოსდის,კონფლიქტები,რომელსაც მერე რასიზმად ნათლავს.გამოდის რომ კანის ფერში კი არა,მის პიროვნულ თვისებებშია ძაღლის თავი დამარხული.კაცს რომ წყობილებიდან გამოიყვან,მაიმუნს დაგიძახებს კი არა,დედასაც შემოგაგინებს და წიხლითაც შეგდგება.მაგისთანები გვინახია საქართველოში?პროვოკატორი და ინტრიგანია.ამიტომაც ვერ იტანენ.
სოსო
04 მარტი 2024 18:07
2
ნუ, ახლა მთლად თქვენ დონემდე ვერ ვქაჩავთ პატივცემულო, მაგრამ ვცდილობთ რაც შეგვიძლია. :d
სიმართლეს-ს
04 მარტი 2024 12:37
5
ყველა გამოხმაურება
ვეთანხმები.ზუსტად ასეთივე რეაქცია და შეფასება მქონდა მეც,ერთ რიგით ქართველ მაყურებელს,როცა ვინისიუსის მიერ, გატანილი გოლების სამარცხვინო,მართლაც პროვოკაციულ აღნიშვნას ვუცქერდი.აღმაშფოთებლად გამომწვევად აღიქმებოდა ეს ტელევიზორით ფა წარმომოდგენია სტადიონზე შეკრებილ ათიათასობით ვალენსიელთა რეაქცია...
დრანდელი
03 მარტი 2024 20:18
5
"აღმაშფოთებლად გამომწვევად აღიქმებოდა" - ამის წამკითხავი, (თუ დამწერიც არა :D :D) მიციტირებ "ჰოი საკვირველებას" ????????? :D :D :D :D
სიმართლეს-ს
05 მარტი 2024 23:58
0
არა და რა იმედი გქონდა ??
კიდევ კარგა ხანს გაგიფუჭებენ ხასიათს ლაპორტა-დეკუ-ჩავი და ა.შ.
რაც რეალს შეეხება - ვერაფრით დაგაიმედებ :d :d ბევრად უფრო დიდ ხანს.
პ.ს. სხვათაშორის მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია და კი უნდა ხვდებოდე ამას :) :)
მაინც სიმართლე
04 მარტი 2024 12:30
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული