ბელინგემი და ხესუს ხილ მანსანო დაისაჯნენ - "რეალი" გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩის სკანდალურად დასრულების შემდეგ, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა, სასჯელები გახდა ცნობილი.

მოგეხსენებათ, მატჩის არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ მადრიდელთა ბოლო შეტევის დროს, რა მომენტშიც "ბლანკოსის" ერთ-ერთი ფეხბურთელი ბურთს საჯარიმოში აბრუნებდა, თამაში დაამთავრა, რამდენიმე წამში კი ჯუდ ბელინგემმა გოლი გაიტანა.

არბიტრმა სამსაჯო კომიტეტში განხილვის დროს შეცდომა აღიარა და ის ლა ლიგის მომდევნო 2 ტურში არ იმსაჯებს.

დაისაჯა ჯუდ ბელინგემიც, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. ინგლისელის საქციელი, რომელიც მსაჯს ეკამათებოდა, შეურაცხყოფად და უპატივცემულობად აღიქვეს, ამიტომ 2 მატჩის გამოტოვებით დააჯარიმეს, "რეალი" კი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი რამე ვერ გავიგე, მსაჯი გაამტყუნეს და დასაჯეს, ესეიგი იმ მომენტში არ იყო მართალი და ამ დროს მისი ნამოქმედარი რატომ გაამართლეს? რაღაც ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებს სთავაზობენ გულშემატკივრებს
მამუკა
23:52 06-03-2024
2
დღეს ლაიპციგს გახვრიტავს ჯუდუ ბიძია
irakli
21:57 06-03-2024
4

სიახლეები პოპულარული