ზახარიანმა "სოსიედადში" პირველი გოლი გაიტანა და სასწაულად გაიხარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა „სოსიედადში“ პირველი გოლი გაიტანა. ეს ლა ლიგის 29-ე ტურში, სან-სებასტიანში „კადისთან“ მოგებულ მატჩში (2:0) მოხდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში მიკელ მერინომ დააწინაურა, ზახარიანი 66-ე წუთზე ტაკეფუსა კუბოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და 2 წუთში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ის ბასკურმა კლუბმა 2023 წლის ზაფხულში მოსკოვის "დინამოსგან" 13 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძინა და პირველი გოლი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31-ე შეხვედრაში გაიტანა - აქამდე 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა გაკეთებული.

„სოსიედადი“ 46 ქულით მე-6 ადგილზეა და 31 მარტს სტუმრად „ალავესს“
დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
და სასწაული გახარება სად ნახეთ?
მეგრელი
12:01 16-03-2024
2
მერე რა არის ამაში განსაკუთრებული? ან ვინ არის საერთოდ ზახარიანი?
zaza
07:49 16-03-2024
3

სიახლეები პოპულარული