"ოქროს ბურთი" შეიძლება ლევანდოვსკის გადასცენ

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, 35 წლის პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის, 2020 წლის "ოქროს ბურთი" გადასცენ, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

2020 წელს ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" 55 მატჩში 47 გოლი გაიტანა, მაგრამ მაშინ "ოქროს ბურთი" კორონავირუსის გამო არავის არ გადაეცა.

გამოცემის ცნობით, "ფრანს ფუტბოლი" ლევანდოვსკისთვის "ოქროს ბურთის" გადაცემას განიხილავს.

რობერტმა ამ სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობაში ლა ლიგის 32 შეხვედრაში 17 გოლი (4 პენალტით) გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ისევ მესის მისცემენ. სანამ კარიერას არ დაასრულებს მესია ყოველთვის ფავორიტი. მერე რა რომ დღეს მასზე უკეთესები არიან
დავით
14:49 15-05-2024
3
კარგია ძაან. ეკუთვნოდა და მერე მესიმ რომ აიღო იმანაც კი აღნიშნა გეკუთვნოდაო და მაგრად გამისწორდა. მემგონი მიცემენ და თუ ისე ქნეს რომ მესიმ გადასცეს ეს პრიზი, აი მაგრად გამისწორდება. სიმბოლური იქნება ჩემი აზრით
zura
13:13 15-05-2024
0

სიახლეები პოპულარული