მოდრიჩის მორიგი ბრწყინვალე მაჩვენებელი - ლუკამ "რეალში" ყველა დროის რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მორიგი ბრწყინვალე მაჩვენებლის ავტორი გახდა. უეფას სუპერ თასზე "ატალანტას" დამარცხების შემდეგ, 38 წლის ასაკში ვეტერან ფეხბურთელს "სამეფო გუნდის" მაისურით ყველაზე მეტი მოგებული ტიტული (27) დაუგროვდა.

ლუკამ მოედანზე ბოლო 15 წუთი გაატარა, "ბლანკოსმა" კი ბერგამოელები 2:0 დაამარცხეს.

მოდრიჩი "რეალს" 2012 წელს შეუერთდა და 6 ჩემპიონთა ლიგის თასი, 5 მსოფლიო საკლუბო თასი, 5 უეფას სუპერთასი, 4 ლა ლიგის თასი, 2 ესპანეთის თასი და 5 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოდრიჩის შთამბეჭდავ კარიერას შავ ლაქად გაჰყვება ის ფაქტი, რომ მიუხედავად უამრავი ტიტულისა, კრისტალბეთ ჩემპიონატი არასდროს მოუგია და მის ასაკში, ამას, ალბათ, ვეღარც გამოასწორებს...
დდდ
14:45 15-08-2024
6
ჩემი აზრით უნდა წასულიყო, არაა ლამაზი როცა ახელა ფეხბურთელი, სამადლო რამდენიმე წუთისთვის რჩები, თუნდაც რეალში.
ეეე
15:43 15-08-2024
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული