ნეიმარი ისევ ევროპაში და თანაც "ბარსელონაში"? - ბრაზილიელის შესაძლო დიდი დაბრუნების დეტალები

AutoSharing Option
As Fichajes წერს, რომ "ალ ჰილალის" ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს 2024/25-წლების სეზონის დასრულების მერე, მას შემდეგ რაც საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება, ევროპაში დაბრუნება სურს.

32 წლის ვარსკვლავის მიზანია კვლავ "ბარსელონას" მაისურის მორგება ყოფილა, რაზეც უარზე არც თავად კატალონიელები არიან.

ნეიმარი "ბლაუგრანას" რიგებში 2013/17-წლებში უკვე ირჯებოდა და ამ დროის განმავლობაში 10 ტიტულის მფლობელი გახდა.

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელმა კიდევ ერთი ტიტული მოიგო, როდისაც მისმა "ალ ჰილალმა" საუდის არაბეთის სუპერ თასზე კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრი" დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიუხედავად იმისა რომ ორი მონსტრის ეპოქაში მოუწია თამაში..არცერთს არ ჩამოუვარდებოდა ფორმის პიკში..რონქლდინიოს გარდა არცერთ თუნდაც დიდ ბრაზილიელს ამაზე ლამაზად არ უთამაშია..მაგრამ ვეთამხმები აქ კომენტარს..გართობა უყვართ ბრაზილიელებს..ნეიმარის კარიერა მორჩა..თუმცა კლასის ხარჯზე შეიძლება 1 სეზონი გაუვარდეს..
კიეზა
17:08 22-08-2024
1
დიდი ფული იშოვა და ეხლა უფრო ერთობა ვიდრე თამაშობს.ბარსელონაშიც გართობის გასაგრძელებლად მოვა.აწი ამის სარგებლის იმედი არ უნდა ჰქონდეს არავის.ბარსელონაში თავისუფალ აგენტად მოვა და ბარსელონასიც რა მიდის,თუ ათამაშდა ათამაშებენ,თუ არა და გაუშვებენ და მორჩა.
მირო
02:18 22-08-2024
0

სიახლეები პოპულარული