"ლეგანესთან" მატჩისას "ბარსელონას" შემტევმა ლამინ იამალმა მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო.
კატალონიური კლუბი "ტვიტერით" იტყობინება, რომ იამალს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და 3-4 კვირა უქმობა მოუწევს.
ამ სეზონში 17 წლის ლამინმა ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 150 მილიონი ევროა.