"ატლეტიკოდან" წასვლა 10 წლის შემდეგ? - კორეას მექსიკაში უხმობენ

AutoSharing Option
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "ატლეტიკოს" 30 წლის შემტევის ანხელ კორეას დამატებით მექსიკის კლუბი "ტიგრესი" სერიოზულად ინტერესდება.

სკირას ცნობით, მექსიკური კლუბი არგენტინელს 2028 წლამდე სარფიან კონტრაქტს სთავაზობს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.

მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა, მაგრამ თუ გარიგება შედგება, ეს მექსიკის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იქნება.

კორეა "ატლეტიკოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კლუბში 400-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მას "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული