შარშანწინდელიც კი გვახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო - პაიეს გაახსენეს, რონალდოს ტრავმა როგორ მიაყენა

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" ევროპა ლიგის ფინალური მატჩის 32-ე წუთზე "მარსელის" ნახევარმცველმა დმიტრი პაიემ ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მის დამშვიდებას როხიბლანკოს ფორვარდი ანტუან გრიზმანი შეეცადა, რომელთან ერთადაც საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს.

პაიე "ოლიმპიკის" ლიდერია, ბარძაყი აწუხებდა და საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში არ ათამაშეს, რათა ამ შეხვედრისთვის სრულად ჩამდგარიყო მწყობრში.

ჯერ გაურკვეველია რამდენად სერიოზულია დმიტრის დაზიანება და შეძლებს თუ არა მსოფლიოს ჩემიონატზე მონაწილეობას.

სოციალურ ქსელებში კი პაიეს 2016 წლის ევროპირველობის ფინალი გაახსენეს, როდესაც პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელ რონალდოს ტრავმა მიაყენა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული