"მამა, გვიყვარხარ!" - "ატლეტიკოს" მატჩს ფინალში სიმეონეს ოჯახი დაესწრო

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსა" და "მარსელის" მატჩს ევროპის ლიგის ფინალში, "როხიბლანკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ოჯახი დაესწრო.

სამი ვაჟი - ჯოვანი, ჯანი და ჯიული, ლოჟაში იმყოფებოდნენ, სადაც დროშა გამოფინეს, რომელზეც "მამა გვიყვარხარ" ეწერა.

რაც შეეხება "ჩოლოს" კიდევ ერთ შვილს, ფრანჩესკას, 2 წლის ბავშვი დედასთან და სიმეონეს მეუღლესთან, კარლა პერეირასთან ერთად იმყოფებოდა.

"ატლეტიკოს" მწვრთნელი ნამდვილი მეოჯახე რომ არის, ამაში ჩვენი ადრინდელი სტატიაც დაგარწმუნებთ.

▶ მეოჯახე დიეგო სიმეონე: რას ნიშნავს "ელ ჩოლო", რომელსაც "ატლეტიკოს" მწვრთნელს ეძახიან?
▶ ევროპა ლიგა. ფინალი: მოიგო იმან, ვისაც უნდა
მოეგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული