ევროპა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: ქართული ლეგიონის ამბები

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" გარდა კიდევ 20 მატჩი გაიმართა. ჩვენს მკითხველს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველი ლეგიონერების ამბები აინტერესებს. მივყვეთ თანმიმდევრობით.

"დუდელანჟმა" მორიგი სენსაცია მოახდინა და საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "კლუჟი". შეგახსენებთ, ლუქსემბურგურმა გუნდმა წინა ეტაპიდან "ლეგია" გამოაგდო. მასპინძელთა ნახევარმცველი ლევან ყენია განაცხადში არ ყოფილა.

ტრნავას "სპარტაკმა", რომელიც 29-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, ლიუბლიანაში 2:0 სძლია "ოლიმპიას". სლოვაკური გუნდის ჰავბეკი ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრავმირებულია.

"ზორია" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ლეიპციგს" (0:0). აღსანიშნავია, რომ ლუგანსკური გუნდი მე-19 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა. "ზორიას"
მეკარე ზაურ მახარაძე სათადარიგო იყო.

"გენტისა" და "ბორდოს" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ბელგიური გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.

"უფამ" გლაზგოში 0:1 წააგო "რეინჯერსთან". რუსული გუნდის მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ მინდა ჭაკვეტაძეზე ბევრი ქათიანურების თქმა. მეშინია არ გაითვალოს. მაგრამ ვერ ვითმენ ერთი სიტყვა მაინც არ შევაწიო ამ მართლაც დიდი ტალანტს. ასე თუ გააგრძელა, მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. შენ Gენაცვალე ბიოჭო!!!!!!!!!!!!!!!!!!
amiran babua
10:00 24-08-2018
1
ჩაკვეტაძე ბრავოო!! ვუყურე თამაშს და ვერ გააჩერეს.
მიქა
01:36 24-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული