ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: სენსაცია - "არსენალი" ბორისოვოში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
14 თებერვალს, ევროპა ლიგაზე 8 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა.

"ბატემ" სენსაციური გამარჯვება, 1:0 მოიპოვა "არსენალთან". აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე "მეთოფებმა" ბოლოს გოლი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გუშვეს და მშრალმა სერიამ 495 წუთი შეადგინა.


"ბენფიკამ", რომელმაც ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ნასიონალი" 10:0 გაანადგურა, სტუმრად "გალათასარაის" 2:1 სძლია.

"სევილიამ" რომში "ლაციოს" 1:0 მოუგო. კიევის "დინამომ" პირეოსში ფრეს მიაღწია "ოლიმპიაკოსთან" 2:2.

"ინტერმა", რომელსაც თავდამსხმელი მაურო იკარდი არ თუ ვერ დაეხმარა, ვენაში 1:0 მოუგო "რაპიდს". ლაუტერაო მარტინესმა ნერიაძურიში პირველად გაიტანა
გოლები ზედიზედ 2 მატჩში.


ბატე-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 დრაგუნი (45)
გაძევება: ლაკაზეტი (85)

კრასნოდარი-ლევერკუზენი 0:0

გალათასარაი-ბენფიკა 1:2
გოლები: 0:1 სალვიო (27, პენ), 1:1 დიაგნე (54), 1:2 სეფეროვიჩი (64)

ლაციო-სევილია 0:1
გოლი: 0:1 ბენ იედერი (22)


ოლიმპიაკოსი-დინამო (კ) 2:2
გოლები: 1:0 კოკა (9), 1:1 ბუიალსკი (28), 2:1 დიასი (40), 2:2 ვერბიჩი (89)

რაპიდი-ინტერი 0:1
გოლები: 0:1 მარტინესი (39, პენ)

რენი-ბეტისი
გოლები: 1:0 ადრიენი (2), 2:0 გარსია (10 საკ. კარში), 2:1 ჩელსო (32), 3:1 ბენ არფა (45+3, პენ), 3:2 სიდნეი (62), 3:3 ლაინესი (90)

სლავია-გენკი 0:0

განმეორებითი შეხვედრები 22 თებერვალს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თეთრი შურით მშურს ბატეს გულშემატკივრების.რა თქმა უნდა ცხადია რომ არსენალი ლონდონში შავ დღეს დააყრის მაგრამ ეს ერთი წუთითაც არ აკნინებს მათ მონდომებას და მიღწევას.მათ ამ სტადიონზე ბაიერნიც ყავთ დამარცხებული.ნუთუ არ არის ქართველი ხალხი იმის ღირსი რომ ერთი ამ დონის გუნდი გვყავდეს ქვეყანაში?სად იყო ბელორუსიის გუნდები ჩვენი დინამო რომ ქუხდა.
რუსლანი
14:32 15-02-2019
1
ბატე კი არა ლომია უნდა ერქვას.DDD ბავარია ყავს დაყირავებული 3-1 და ახლა არსენალი, ასევე ფრე იუვესთან და მილანთან. გუნდია და კაცები თამაშობენ ბატეში))
Geo_Dinamo
11:27 15-02-2019
1

სიახლეები პოპულარული