ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: "აინტრახტმა" "ბენფიკა" გამოაგდო - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
18 აპრილს, ევროპა ლიგის განმეორებითი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა და ნახევარფინალისტები გაირკვა.

"ნაპოლი" ლონდონში 0:2 წაგების შემდეგ სახლში გამარჯვებას იმედოვნებდა, მაგრამ პირველ ტაიმში ლაკაზეტმა საჯარიმოდან გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობაც საბოლოოდ გაირკვა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაიჩივლა, რომ დებიუტში ორი კარგი მომენტიდან ერთი რომ გამოეყენებინათ, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა. მისი გუნდი ამ ბოლო ხანს ნელა მოქმედებს და თავდამსმელები აგრესიულობით აღარ გამოირჩევიან.


"ვალენსიამ" "ვილიარეალს" პირველ შეხვედრაში, სტუმრად 3:1 მოუგო, საკუთარ მოედანზე დებიუტშივე გაუტანა გოლი და
ყველაფერი აქაც ცხადი შეიქნა. მეორე ტაიმში "ღამურებმა" კიდევ ერთხელ დალაშქრეს მოწინააღმდეგის კარი და "ყვითელი სუბმარინა" ჩაძირეს.


"ბენფიკა" გერმანიაში ორგოლიანი ფორით ჩავიდა და ერთი გოლი საპასუხო მატჩის შესვენებამდე ამოუქაჩა "აინტრახტმა". მეორე ტაიმში როდემ მეორედ დალაშქრა "არწივების" კარი და ფრანკფურტული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"აინტრახტი" უკანასკნელად ევროტურნირის ნახევარფინალში 1979/80 წლების სეზონში გავიდა - უეფას თასის 1/2-ფინალში "ბაიერნს" (0:2, 5:1) მოუგო, ხოლო ფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" იმარჯვა (2:3, 1:0).


"ჩელსიმ" "სლავიას" პრაღაში 1:0 მოუგო, სახლში დებიუტში 3:0 დაწინაურდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩეხურმა გუნდმა ანგარიში 4:3 გახადა. დუბლი ნახევარმცველმა შევჩიკმა შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. თუმცა მეტი "სლავიამ" ვეღარაფერი ვერ მოახერხა და გათამაშებას გამოეთიშა.
ოლივიე ჟირუ "ჩელსის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროსეზონში 10 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ სიტის" შემდეგ "ჩელსი" პრემიერლიგის პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 100 გოლი გაიტანა.

მაურიციო სარის გაწვრთნილი გუნდი პირველად გავიდა ევროტურნირის ნახევარფინალში.

35 წლის შემდეგ პირველად, ევროტურნირების ნახევარფინალში 4 ინგლისური გუნდი გავიდა - "ტოტენჰემი" და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე და "არსენალი" და "ჩელსი" - ევროპა ლიგაზე.


ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - არსენალი 0:1
გოლი: ლაკაზეტი (36)

ვალენსია. "მესტალია"
ვალენსია - ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ლატო (13), 2:0 პარეხო (54)

ფრანკფურტი. "PSD ბანკ არენა"
აინტრახტი - ბენფიკა 2:0
გოლები: 1:0 კოსტიჩი (37), 2:0 როდე (67)

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - სლავია 4:3
გოლები: 1:0 პედრო (5), 2:0 დელი (9, საკ.კარში), 3:0 ჟირუ (17), 3:1 სოუჩეკი (26), 4:1 პედრო (27), 4:2 შევჩიკი (51), 4:3 შევჩიკი (54)

ნახევარფინალში "არსენალი" "ვალენსიას", ხოლო "ჩელსი" "აინტრახტს" შეხვდება. მატჩები 2 და 9 მაისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სრული მარაზმი იყო ცალკე აინტრახტის და ცალკე ბენფიკას თამაში. იცოდვილეს და ბოლოს მაინც აინტრახტი გავიდა. ნახევარფინალი ორივესთვის მაქსიმუმი იქნებოდა
:))))
13:14 19-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული