ოფიციალურად: ჰენრიხ მხითარიანი ბაქოში გასამართ ევროპა ლიგის ფინალში უსაფრთხოების მიზეზით არ ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებს - მიზეზი მატჩის ჩატარების ადგილია.

წლევანდელი სეზონის ფინალური მატჩი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება, მხითარიანი კი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უსაფრთხოების მიზეზით არ ჩავა.

"მივიღეთ რთული გადაწყვეტილება და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის ფინალის სათამაშოდ არ გავემგზავრები. ეს ისეთი მატჩია, რომელშიც მონაწილეობას ხშირად ვერ მიიღებ. უნდა ვაღიარო, რომ ეს მტკივნეულია." - განაცხადა ჰენრიხ მხითარიანმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ელჩმა ბრიტანეთში განაცხადა, რომ მხითარიანს ბაქოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება და
მან ფინალში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მშიშარა
123 321
18:47 21-05-2019
3
ძალიანაც უნდა თამაში მაგრამ ვინ წაიყვანა, სავარაუდოდ გუნდის გადაწყვეტილება რომ სომეხი არ ჩაიყვანოს, ისედაც შინაგანად ყველა აზერი ლოცულობს რომ სომეხმა ლიგა არ მოიგოს ბაქოში და ეს რომ ჩაეყვანათ და სტადიონზე შეეშვათ ჩელსის ძახილით დაინგრეოდა იქაურობა, ფაქტიურად სტუმრად მოუწევდა არსენალს თამაში
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული