ჩელსი VS არსენალი - სარი გაბრაზებულია, ემერი მშვიდადაა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 29 მაისს, სახლიდან 4000 კილომეტრის მოშორებით, ლონდონური კლუბები ერთმანეთის წინააღმდეგ ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე დადგებიან.

ევროპა ლიგის გამარჯვებული "ჩელსისა" და "არსენალს" შორის გამოვლინდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ტიტულის მოგებას ეხება, "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს "იუვეზე" უსვამდნენ შეკითხვებს. სარიმ დელიკატური პასუხი გასცა:

"მე "ჩელსისთან" 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს. თავიდან ძალიან გამიჭირდა და არ მესმოდა ჩემი ფეხბურთელების, ძნელი იყო მათი მენტალობის ამოხსნა, თუმცა მერე მათ შეცვლა დაიწყეს ან მე შევიცვალე. ახლა მე ისინი ძალიან მიყვარს. გუნდში 20, 22 შესანიშნავი კაცი მყავს, ძლიერი ფეხბურთელები და
მათთნ თავს ბედნიერად ვგრძნობ".

ბედნიერება ნამდვილად არ არის ის სიტყვა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ მაურიციო სარის ემოციური მდგომარეობის დასახასიათებლად, თუ მის გუშინდელ რეაქციას გავიხსენებთ, როცა დავიდ ლუისისა და გონსალო იგუაინის კამათის გამო ქუდი მოისროლა.


60 წლის სარისაგან განსხვავებით, რომელსაც მნიშვნელოვანი ტიტული არასდროს მოუგია, მისი მოწინააღმდეგე უნაი ემერი ევროპა ლიგის სამგზის გამარჯვებულია "სევილიასთან" ერთად.

"არსენალმა" ბოლოს ევროთასი 1994 წელს მოიგო და ახლა "მეთოფეების" წინაშე ორი მნიშვნელოვანი ამოცანაა შესასრულებელი - ტიტული და ჩემპიონთა ლიგა.

"ჩვენ ორი მიზანი გვაქვს, თუმცა პრიორიტეტული ტიტულის მოგებაა. სწორედ ეს დაგვეხმარება მეორე მიზნის მიღწევაში", - განაცხადა უნაი ემერიმ.

"ყველა თასს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე "ჩელსისათვის". ჩვენ გვინდა ამ მომენტით ვისიამოვნოთ და ფანებსაც ბედნიერება მივანიჭოთ", - დაამატა ესპანელმა.

Sportall.Ge

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, "ჩელსის" პრობლემები აქვს ნახევარდაცვაში. სარის კომენტარის მიხედვით, კანტეს თამაშის შანსი 50-50-ზეა. ტრავმა აქვთ ჰოჯსონ ოდოისა და ლოფტუს ჩიკს და სარის მხოლოდ ჟორჟინიო, კოვაჩიჩი და ბერკლი ჰყავს ნახევარდაცვაში.

"არსენალს" მსგავსი პრობლემები არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ჰენრიხ მხითარიანის არყოფნას. თუმცა "მეთოფეებში" ყურადღება პეტერ ჩეხზეა გამახვილებული. ჩეხი მეკარისათვის აქტიური საფეხბურთო კარიერის ბოლო შეხვედრაა. როგორც უნაი ემერიმ განაცხადა, ის ჩეხს დაჰპირდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ითამაშებს თუ არა, ის მაინც განსაკუთრებულად იგრძნობს თავს და ამისთვის ყველაფერი მზად არის.

სტატისტიკა ისტორიიდან
  • "არსენალი"-"ჩელსის" ფინალი იქნება უეფას თასის/ევროპა ლიგის ისტორიაში მეორე ინგლისური ფინალი. პირველი 1972 წელს იყო "ტოტენჰემსა" და "ვულვზს" შორის.
  • გუნდები ერთმანეთს 198-ედ ხვდებიან და ეს მათი მე-3 შეხვედრაა ევროტურნირებზე.
  • ორივე კლუბისთვის ეს მე-6 ევროფინალი იქნება. ინგლისში ისინი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედსა" (7) და "ლივერპულს" (14) ჩამორჩებიან.
  • ორივე კლუბმა ევროპა ლიგაზე 11 თამაში მოიგო. უკეთესი შედეგი ევროთასებზე მხოლოდ 3 გუნდს აქვს - მადრიდის "რეალს" 2001-02(12), "პორტუს" 2010-11(12), მადრიდის "ატლეტიკოს" 2011-12 წლებში(13).
  • აზერბაიჯანი 24-ე ქვეყანა გახლავთ, რომელიც ევროთასის ფინალს მასპინძლობს.

"არსენალის" ისტორიიდან
  • "არსენალს" 5 ევროფინალიდან 4 წაგებული აქვს. მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 1994 წელს "პარმას" წინააღმდეგ.
  • ევროპის მასშტაბით ყველა შეჯიბრებაში "არსენალი" 27 სხვადასხვა ქვეყნის გუნდს შეხვედრია. 26 ქვეყნის წარმომადგენელი გუნდი დამარცხებული ჰყავს, მხოლოდ ინგლისურ გუნდებთან არ გაუმარჯვია არასდროს.
  • უნაი ემერის შეუძლია გახდეს მე-4 მწვრთნელი, რომელმაც უეფას თასი/ევროპა ლიგა ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო. აქამდე ეს ჯოვანი ტრაპატონიმ ("იუვე"/"ინტერი"), ჟოზე მოურინიომ ("პორტუ"/"მანჩესტერ იუნაიტედი") და რაფაელ ბენიტესმა ("ვალენსია" /"ჩელსი") მოახერხეს.
  • "არსენალის" უკანასკნელი 8 გოლი ევროპა ლიგაზე ალექსანდრ ლაკაზეტმა (4) და პიერ ემერიკ ობამეიანგმა (4) გაიტანეს.

"ჩელსის" ისტორიიდან
  • "ჩელსის" 5 ევროფინალიდან 4 აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედსა" (5) და "ლივერპულს" (8) ჩამორჩება.
  • "ჩელსის" თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს წლევანდელი ევროპა ლიგის სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი. ეს ყველაზე მეტია, რაც ოდესმე გაუტანია ფრანგ ფეხბურთელს ევროთასების ერთ სეზონში. იგივე შედეგი ნესტონ ონბინს ჰქონდა 1964 წელს.
  • მაურიციო სარი 21-ე საუკუნეში პირველი იტალიელი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. ბოლოს ეს 1999 წელს ალბერტო მალესანიმ გააკეთა.
  • წინა ორივე  იტალიელმა მწვრთნელმა, რომლებმაც ინგლისური კლუბები ევროთასების ფინალში გაიყვანეს, იმ ფინალის მოგება მოახერხა. ეს იყო ჯანლუკა ვიალი და რობერტო დი მატეო.
წლევანდელი ევროპა ლიგის ფინალი კი დღეს, 29 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
2:0 არსენალის სასარგებლოდ
]]]]]]]]]
18:24 29-05-2019
1
არსენალი ჩემი აზრით უფრო ძლიერია
კახა
11:58 29-05-2019
2

სიახლეები პოპულარული