ევროპა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ (1:4) "არსენალის" მწვრთნელმა უნაი ემერიმ აღიარა, რომ "ჩელსიმ" დამსახურებულად გაიმარჯვა.
"პირველ რიგში, მინდა მეტოქეს გამარჯვება მივულოცო. პირველ ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა და გოლების გატანა შეგვეძლო.
სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. "ჩელსის" პირველი გოლის შემდეგ თამაში შეიცვალა. თამაშში დაბრუნებას ვეცადეთ, მაგრამ ამაში მეორე გოლმა შეგვიშალა ხელი.
მერე კი ყველაფერი დასრულდა. "ჩელსიმ" გამარჯვება დაიმსახურა", - განუცხადა ემერიმ BT Sport-ს.