გიორგი წიტაიშვილმა ევროპა ლიგაზე საგოლე გადაცემა გააკეთა - კიევის "დინამო" გავარდა

AutoSharing Option
12 დეკემბერს, ევროპა ლიგის უკანასკნელ ტურში, კიევის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფრეს (1:1) ძლივს მიაღწია აუტსაიდერ "ლუგანოსთან" და ჯგუფში ჩარჩა.

"დინამოს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა და მეტოქისა და სახლში თამაშის ფაქტორიდან გამომდინარე, ეს ძნელად მისაღწევი არ იყო, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხა.

მატჩს "ოლიმპიისკიზე" 15 775 მაყურებელი დაესწრო და პირველი ტაიმის დასასრულს ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 64-ე წუთზე შეცვლაზე გიორგი წიტაიშვილი შევიდა, თამაში გაამწვავა და 90+4-ე წუთზე მისი გადაცემით ვიკტორ ციგანკოვმა საპასუხო გოლი გაიტანა.

უკრაინული მედია "დინამოს" წარუმატებლობას სამარცხვინოს უწოდებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენებმა კარგად ითამაშონ იმათმა წააგონ.
Aegre
08:11 13-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული