რუდი გარსია: პირველ ტაიმში "იუვენტუსთან" მეორე გოლი უნდა გაგვეტანა

AutoSharing Option
"ლიონის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" მოგებული (1:0) შეხვედრა შეაჯამა.

"მატჩის ორ ნაწილად გაყოფა შეიძლება. პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო: თავს არა მარტო კარგად ვიცავდით, არამედ დასახულ გეგმას ზუსტად მივუყვებოდით.

მეორე ტაიმში ბურთს ვერ ვფლობდით და ამისგან დავზარალდით. მათ მეოთხე შემტევი შემოიყვანეს და მთელი გუნდით უკანდახევა მოგვიწია.

გოლი არ გავუშვით და როდესაც პირველ შეხვედრას სახლში ატარებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი იმაზე მწყდება გული, რომ პირველ ტაიმში, როცა მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით, მეორე გოლი ვერ გავიტანეთ", - ციტირებს გარსიას უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული