ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: "გენტი" გავარდა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია შეცვლაზე შეუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს ევროპა ლიგის განმეორებითი 1/16-ფინალური 7 მატჩი გაიმართა.

"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია სასტარტოში არ დააყენა და მხოლოდ 66-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 1:1 იყო და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდათ წაგებული, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 გოლის გატანა სჭირდებოდათ. ბელგიურმა გუნდმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა და გათამაშებას გამოეთიშა.

VideoSportall.Ge
-ფინალი: "გენტი" გავარდა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია შეცვლაზე შეუშვეს [VIDEO] " />
27.02.20. გენტი-რომა 1:1


გენტი - რომა  1:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: 1:0 დავიდი (25), 1:1 კლუივერტი (29)

დანარჩენი მატჩები

ბაზელი - აპოელ 1:0 (3:0)

ესპანიოლი - ვულვერჰემპტონი 3:2 (0:4)
"ვულვზი" 1972 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირების მერვედფინალში.

პორტუ - ბაიერი 1:3 (1:2)

ისტანბული - სპორტინგი 4:1 (ძირ. დრო 3:1) (1:3)

ლასკ - ალკმარი 2:0 (1:1)

მალმიო - ვოლფსბურგი 0:3 (1:2)
"ვოლფსბურგმა" ევროტურნირებზე ზედიზედ 8 მატჩში გაიტანა გოლი და თავისი რეკორდი გაიმეორა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
გაიხსენეთ რო ერთა ლიგა ძაან სუსტების თამაშია მარა ჩაკვეტაძე თუ ფორმაში არ იქნება იმედი არ უნდა გვქონდეს და ვინც ჩემპიონი გახდება მერე ძლიერებთან უწევს თამაში და ძაან შერცხვება
შოკირებული გულშემატკივარი
28 თებერვალი 2020 12:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული