ბათუმის "დინამო" "ჰაპოელთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სტუმრად 0:3 დამარცხდა ბეერ შევას "ჰაპოელთან" და ტურნირს გამოეთიშა.

მასპინძლები დებიუტში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოსუემ დააწინაურა, შუა პირველ ტაიმში კაბჰამ კობახიძისგან რიკოშეტით დალაშქრა ალავიძის კარი; ხოლო მეორე ტაიმში ჟოსუემ საჯარიმოთი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და "ჰაპოელმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პეტახ-ტიკვა. "ჰამოშავა"
ჰაპოელი - დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კაბჰა (21), 3:0 ჟოსუე (61)

ჰაპოელი: ლევიტა, დადია, ვიტორი (ტაჰა 79), ტზედეკი, გოლდბერგი, სალალიჩი, კაბჰა (იოზეფი 62), კელტიენსი, ჟოსეუ, აცოლატსე, ჩვირო (ვარენე 75)

დინამო
(ბთ): ალავიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე 45), ობაობონა, კობახიძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 77), ტეიდი, ჯიღაური, ფლამარიონი, გონსალვესი, ნიქაბაძე (რეინალდო 64)

მკითხველის კომენტარები / 44 /
ყოველ წელს ელოდები ევროტურნირებს და მორიგი იმედგაცრუების შემდეგ ფიქრობ, რომ აგერ, დადგა ფსკერი და ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს?! მარა, თურმე ჯერ სად ხარ?! იმასაც მოვედწარით, რომ ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე გუნდი,ისრაელის საშუალო დონის გუნდთან 0-3 ზე მარცხდება და ამ დროს გულშემატკივარი.... კმაყოფილია!და რითაა კმაყოფილი, თვითონაც არ იცის :) გააზრებული ფეხბურთი უთამაშია :) ეს უკვე ნაღდად ფსკერია!
1234
28 აგვისტო 2020 11:16
2
მომენტები რასაც ვუყურე ნამდვილად კარგი თამაში აჩვანა ბათუმმა. ესე თუ გააგრძელეს და ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა აუცილებლად ექნება შედეგი
ბექა
28 აგვისტო 2020 10:40
4
კაი ბატონო ბათუმი,დინამო თბ და საბურთალო დაბალი დონეა და ლოკომოტივი ჩვენს ჩემპიონატში არ თამაშობს,თუ ლოკომ მოახერხა და დაამარცხა მოწინააღმდეგე ანარჩენებს რა დაემართათ.ყველამ ვიცით რო ამ ოთხეულიდან ყველაზე ცუდად ერ.ლიგაში ლოკომოტივი თამაშობდა..მაგრამ მოახერხა და დაამარცხა კრაიოვო..დანარჩენი სამი გუნდის მარცხი მწვრთნელების კვალიფიკაციის ბრალი უფროა!ლოკო სწორი ტაქტიკოთ მოქმედებდა რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენებზე..ჭიაბრიშვილმა აჯობა ყველას...
gogia
28 აგვისტო 2020 10:17
1
გეთანხმები. მარტო შეტევა სისულელეა. ჩვენნაირმა სუსტმა გუნდმა ჯერ კარის დაცვაზე უნდა იზრუნოს. მაგალითად საბურთალოს და ბათუმს პირველი ტაიმი რომ გაეძლოთ, მეორეში სხვაგვარი თამაში წავიდოდა. ორივემ პირველ 15-20 წუთში წააგო.
ჰაჰა
28 აგვისტო 2020 15:36
1
ბათუმური შეძახილები აკლდა ბათუმის დინამოს
ლალუკა
28 აგვისტო 2020 10:11
4
Ushansod ar damarcxebulA!!!!! Tamashs ar uyuret?
Aravin
28 აგვისტო 2020 08:49
2
ბათუმი სწორ გზას ადგას, გუნდი შედარებით გამართულ ფეხბურთს თამაშობს. მთავარია შეთამაშება და სისწრაფის მომატება. თუმცა სად უნდა მოუმატონ, ჩემპიონატს დაძაბულობა აკლია, კონკურენტული გარემო არ არის
თენგაბი
28 აგვისტო 2020 08:48
2
ვუყურე თამაშს და არ გამოვრიცხავდი იმას რომ 2 მატჩიან დუელში ბათუმის დინამოს შეეძლო ამ გუნდის გამოგდება... ყველა ქართული კლუბის თამაშს ვუყურე და მიუხედავად ანგარიშისა ყველაზე გააზრებული ფეხბურთი ბათუმის დინამომ ითამაშა.. 1-2 წელი უნდა ამ გუნდს შეთამაშებისთვის და შეიძლება მეტად სანახაობრივი ფეხბურთი და შედეგიც დადონ..
მევარმე
28 აგვისტო 2020 08:30
4
ანგარიში არ ასახავს შეხვედრის შინაარსს,ვინც უყურა მატჩს დამეთანხმება.ბათუმი არ იმსახურებდა ასეთ მარცხს.გუნდმა საკმაოდ გამართული ფეხბურთი ითამაშა.ცოტა გამოუცდელობა,ცოტა სტუმრად თამაშის ფაქტორი,ცოტაც უიღბლობა და ეგარი..დარწმუნებული ვარ ამ გუნდს აქვს კარგი მომავალი.
ქობულეთიდან
28 აგვისტო 2020 04:38
5
100პროცენტით გეთანხმები.რაც მომექონა დინამოს თამშში ეს იყო ტემპი ევრიპული სტანდარტის.თუ ეს გუნდი არ დაშალეს მომავალ წელს ჯგუფურ ეტაბზე ითამაშებს.ახალი გუნდი 1 ლიგიდან გადმოვიდა იმწელსვე ეევრო საგზური მოიოოვა ახლა ჩემპიონობა და მერე ევრო წარმატება.მე თბილისი დინამოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ ამ ეტაბზე დალაგებული და მიზან დასხული ბათუმია
M
28 აგვისტო 2020 08:39
2
ბევრს შეიძლება ეწყინოს ჩემი ეს ნათქვამი,მაგრამ ამას სინანულით და გულისტკივილით ვამბობ მეც ველოდები ყოველ წელს, რომ რაღაც პროგრესი ექნებათ ქართულ გუნდებს, მაგრამ მე რასაც ვუყურებ დღეს: ბათუმის დინამოც,თბილისის დინამოც საბურთალოც წამყვანი ქართული კლუბები დიახ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ,მაგრამ ევროპული ასპარეზისთვის ეს არის ძალიან დაბალი დონე!! ჩვენი კლუბები პროგრესის მაგივრად რეგრესის გზას ადგანან, რადგან ჩემპიონატი უკვე ძალიან დაბალ დონეზე დასული ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა ამ აზრზეა ბოლო წლებში რა შედეგებიც აქვს ქართულ კლუბებს ეს აისახება უეფას საკლუბო რეიტინგზე და ამიტომაცაა რომ უკვე პირველი ეტაპიდანვე ერთვებიან ქართული კლუბები აღარ არიან განთესილები და ხვდებიან ძლიერ მეტოქეებს და სანამ სერიოზული მაშტაბური ცვილელები არ დაიწყება საქართველოს ჩემპიონატში არ ჩაიდება სერიოზული ინვესტიციები აქ ფეხბურთი საბოლოდ მოკვდება და ისიც აღარ იქნება რაც ახლა არის.
გელა
28 აგვისტო 2020 02:35
5
ნეტა არვინ გამოვიდეს და ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობა არ გადაუხადოს, ჩვენთან ხო ესე იციან მწვრთნელებმა. წაგებულ თამაშებში მადლობის გადახდა თავგანწირული თამაშისთვის და მოედანზე ყველაფერი დადესო.
s..s
28 აგვისტო 2020 01:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული