ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ლეგიამ" მოსკოვში "სპარტაკი" 1:0 დაამარცხა.
გოლი 90+1-ე წუთზე კოსოვოელმა თავდამსხმელმა ლარიმ კასტრატიმ გაიტანა, რომელიც 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეგახსენებთ, მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ამას წინათ ბათუმში ითამაშა და საქართველოს ნაკრების მცველებს ძალიან გაუჭირდათ მისი მეურვეობა.
მატჩის წინ პოლონურმა კლუბმა მოსკოვში სარეკლამო ბანერებში ფული გადაიხადა და ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მოსკოვო, ჩვენ დავბრუნდით!" ამაში ნაგულისხმები იყო ის, რომ ზუსტად 10 წლის წინ რუსეთის დედაქალაქში ამავე ტურნირზე 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვეს, თან გადამწყვეტი გოლი
90+2-ე წუთზე გაიტანეს.
მატჩის შემდეგ "სახალხო გუნდის" გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "სამარცხვინოებო, ნაბიჭვრებო, ჩვენ "სპარტაკი" ვართ, თქვენ - განავალი".