რას არ იზამს ჭეშმარიტი გულშემატკივარი საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად - პოლ ბაიარსი "ბეტისთან" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "სელტიკის" მხარდასაჭერად გლაზგოდან სევილიაში ჩავიდა, მაგრამ ბილეთი ვერ იშოვა და ამ სიშორეზე ნამგზავრი უკან ისე ხომ არ გაბრუნდებოდა, რომ თამაშისთვის არ ეყურებინა.
ბაიარსმა თადარიგი დაიჭირა, ავტოპარკიდან სტადიონის ტუალეტში გადავიდა და იქ ორი საათი უნიტაზზე იჯდა, რის შემდეგაც "ბენიტო ვილიამარინზე" შევიდა და "სელტიკს" უქომაგა, რომელიც 3:4 დამარცხდა.
ამ ამბის დასტურად მან ეს სურათები "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.