"იუვენტუსმა" "სპორტინგი" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში "იუვენტუსმა" "სპორტინგს" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა.

მატჩი "იუვენტუსის" უპირატესობით დაიწყო, თუმცა სტუმრებმა პირველ ტაიმში საგოლე მომენტების შექმნა მოახერხეს. მატჩის 41-ე წუთზე მასპინძელთა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ, გულის არეში ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად თამაშში მატია პერინი ჩაერთო, რომელმაც საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით წარიმართა. 73-ე წუთზე "სპორტინგის" მცველების არადამაჯერებელი ქმედების შემდეგ ფედერიკო გატიმ ანგარიში გახსნა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 20 აპრილს პორტუგალიაში გაიმართება.

alt"სუნთქვა

მიჭირდა, შევშინდი" - "იუვენტუსის" მეკარე გადარჩა და კომენტარი გააკეთა

alt"იუვენტუსის" მეკარემ ხელი გულთან მიიდო, ატირდა და შეცვლა ითხოვა - უსიამოვნო ფაქტი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული