მატჩი "იუვენტუსის" უპირატესობით დაიწყო, თუმცა სტუმრებმა პირველ ტაიმში საგოლე მომენტების შექმნა მოახერხეს. მატჩის 41-ე წუთზე მასპინძელთა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ, გულის არეში ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად თამაშში მატია პერინი ჩაერთო, რომელმაც საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით წარიმართა. 73-ე წუთზე "სპორტინგის" მცველების არადამაჯერებელი ქმედების შემდეგ ფედერიკო გატიმ ანგარიში გახსნა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 20 აპრილს პორტუგალიაში გაიმართება.
"სუნთქვა მიჭირდა, შევშინდი" - "იუვენტუსის" მეკარე გადარჩა და კომენტარი გააკეთა
"იუვენტუსის" მეკარემ ხელი გულთან მიიდო, ატირდა და შეცვლა ითხოვა - უსიამოვნო ფაქტი